დღვანდელმა დღემაც ჩაიარა ტრადიციულად მშვიდად და სასიაავმოვნოდ. დღესაც ბევრი რამ ვისწავლე. გუგლი დრაივიდან ბლოგზე ავტვირთე პორტფოლიოს საქაღალდე. გავიხსენე განვლილი მასალა. დაშიარება ტექსტის რედაქტირება . დიდი მადლობა ხათუნას, გამძლეობისთვის ამტანობისთვის .ძლიან მიყვარხარ.
პროექტებით სწავლება
Friday, December 20, 2013
Saturday, December 7, 2013
მერვე დღე
დღევანდელმა დღემ ისე ჩაიქროლა, სიცივეც კი აღარ მიგრძვნია. დავასრულეთ პორთფოლიოზე მუშაობა. ჩავაწყვე თავთავის ადგილზე. ვისწავლე ბლოგების შექმნა, დიზაინის შერჩევა. ფაილების ატვირთვა და ჩაშენება. გავიმეორეთ ჯიმეილში ფაილებზე მუშაობა.
მეშვიდე დღე
დღევანდელმა დღემაც გაიარა ხალისით, თითქოს დალაგდა თავში პროექტის საბოლოო სახე. გავიარეთ მე-6 მოდული, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისთვის.ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები.შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად. პროექტის გეგმაში ავსახეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების დავალებები.
Monday, December 2, 2013
მეექვსე დღე
გავეცანით როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები,შეფასების სქემები,შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. გადავხედე სასწავლო პროექტის გეგმას
მეხუთე დღე
მეხუთე დღემაც სასიამოვნოდ ჩაიარა. თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაცია. მივიღეთ რჩევები როგორც ტრენერისგან, ასევე კოლეგებისგან. გავეცანი როგორ უნდა დავიცვა ჩემი და სხვისი საავტორო უფლებები. ვისწავლე, ასევე, კომენტარების კეთება ვორდის დოკუმენტში.
Sunday, November 24, 2013
მეოთხე დღე
მიილია კიდევ ერთი სამუშაო დღე. სასიამოვნოდ დაღლილი და შთაბეჭდილებებით სავსე ვტოვებ მომავლის ოთახს. ერთი კვირა იდუღებს თავში პროექტის დეტალები. მოკლედ, ხათუნა არ გვაძლევს ამოსუნთქვის შესაძლებლობას. რა ვისწავლე დღეს? ვისწავლე შეფასების სქემების მოძიება, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,
განვსაზღვრეთ შეფასებები მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
Saturday, November 23, 2013
მესამე დღე
დღევანდელმა ტრენინგმა სწრაფად ჩაიარა. განვსაზღვრე პროექტის მიზნები და ამოცანები სტანდარტებიდან გამომდინარე.ვისწავლე როგორ ხდება გაშიარება, კომენტარების კეთება. შევქმენი შეფასების გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)